Saturday, March 18, 2017

მაიაკოვსკი და საქართველო


პროექტის დასახელება:   მაიაკოვსკი  და საქართველო
პროექტის  იდეა :    მოსწავლეები  გაეცნობიან საქართველოში  დაბადებული   რუსი
პოეტის   ვ. მაიაკოვსკის  ბიოგრაფიას  და  შემოქმედებას, მის  კავშირს საქართველოსთან. 
პროექტის  აქტუალობა:    პროექტი  დაეხმარება  მოსწავლეებს უფრო  მეტი  გაიგონ   რუსი პოეტის  ცხოვრებასა   და  შემოქმედებაზე, რომელიც   თავს  სთვლიდა   ქართველად. მას ძალიან  უყვარდა   ქართველი   ხალხი  და დიდი სიყვარულით წერდა საქართველოზე                   
პროექტის მიზნები:  ესგ-ის შესბამისად  მოსწავლეები აიმაღლებენ   ენის ცოდნის დონეს, შეიძენენ რუსული წერა-კითხვის და მეტყველების უნარ-ჩვევებს. ასევე დაინტერესდებიან  სხვა ცნობილი რუსი პოეტების და მწერლების შემოქმედების შესწავლით.   
მოსწავლეთა ასაკი: 14-15 წელი 
ვადები/ხანგრძლივობა:  2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეებს გაეზრდებათ მოტივაცია,ახლოს გაეცნობიან პოეტის ბიოგრაფიას, მის კავშირს სქართველოსთან. ისწავლიან  ლექსებს რუსულად და ქართულად.მოაწყობენ ექსკურსიას ბაღდათში,  სადაც დაიბადა და გაიზარდა მაიაკოვსკი, ნახავენ სახლ-მუზეუმს, მოაწყობენ პატარა ღონისძიებას, გამოუშვებენ კედლის გაზეთს.მოსწავლეები დაეუფლებიან კვლევა-ძიების უნარ-ჩვევებს.შეექმნებათ თანამშრომლობითი გარემო და ერთობლივად  მოაწყობენ ფოტოგამოფენას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ფოტოაპარატი, ლეპტოპი, პროექტორი, power point-ის პროგრამა
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს ვაცნობ იდეას  და   მათთან ერთად ვაგვარებ საორგანიზაციო საკითხებს. მოსწავლებიის შეთანხმებით კლასს ვყოფ ორ ჯგუფად. ვადგენთ შესრულების ვადებს, ვანაწილებთ დავალებებს და ფუნქციებს.ერთ ჯგუფი მუშაობს პოეტის ბიოგრაფიის მასალის მოძიებაზე და სლაიდებით აკეთებენ პრეზენტაციას.მეორე ჯგუფი ამზადებს მასალას შემოქმედებაზე-შესაბამისი სლაიდებით. დაგეგმილ ექსკურსიაში მიიღებენ მონაწილეობას მოსწავლეები,მშობლები და მასწავლებლები.ორივე ჯგუფი სახლ მუზეუმში გადაღებული  ფოტომასალით ერთობლივად აწყობენ ფოტოგამოფენას.ასევე უშვებენ კედლის გაზეთს. 
                    
საგნებთან კავშირი:უცხ.3.22. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოენოვანი კულტურული და სოციოკულტურული თავისებურებების მიმართ.
კავშირი ისტ-თან და  ხელოვნებასთან.

პროექტის ხელმძღვანელი: ნანა მახარაშვილი         ელ.ფოსტა:nanamaxarashvili@gmail.com                                                                                              
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://nanamaxarashvili.blogspot.com/
                    

 .   

Tuesday, March 14, 2017

ავტობიოგრაფია

             მე. ნანა მახარაშვილი დავიბადე 1966 ქლის 25 მარტს მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში.  1973 წელს შევედი მუხრანის სშუალო სკოლაში დადავამთავრე 1983 წელს.        1984 წელს ჩავაბარე ქ.ბაქოში რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგიურ ინსტიტუტში  და დავამთავრე 1989 წე ლს.
                     

მუხრანი

მუხრანისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში, მუხრანის თემში.[1] მდებარეობს მუხრანის ვაკეზე, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 550 სიმაღლეზე. ქალაქ მცხეთიდან დაშორებულია 23 კილომეტრით.ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მუხრანი ქართლის ერთ-ერთი ძველი სოფელია. XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე შიოსუბანი ერქვა. მუხრანის სათავადოს დაარსების შემდეგ აქ გაიშალა მწიგნობრულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, ამრავლებდნენ ხელნაწერებს, მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტებიბაგრატ მუხრანბატონი (XVI საუკუნე), კონსტანტინე მუხრანბატონის მეუღლე ბარბარე (XVIII საუკუნე), გრიგოლ ბაგრატიონ-მუხრანელი (XVIII-XIX საუკუნეები) და სხვ. სოფელში დგას მუხრანბატონის ციხე-გალავანი, რომელიც მამუკა მუხრანბატონს აუგია 1733 წელს, ხოლო 1756 წელს მის ნანგრევებზე სახლთუხუცეს კონსტანტინე მუხრანბატონს აუშენებია ახალი ციხე.


ციხის ციტადელს ორი მხრიდან დიდი ეზოები აკრავს. ერთი მხარე ფეოდალის საცხოვრებლად იყო განკუთვნილი, მეორემოსახლეობის შესახიზნად. ციტადელის კუთხეებში დგას ცილინდრული სამ და ოთხსართულიანი კოშკები, რომლებსაც სათოფურები, სალოდეები და საზარბაზნეები აქვს დატანებული. ციტადელის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში დგას დარბაზული ტიპის კარის ეკლესია, რომლის ფასადები მორთულია აგურის წყობით გამოყვანილი ჯვრებითა და რომბებით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. ციხის გალავანში XIX საუკუნის ორი ეკლესიაა.მუხრანის ბრძოლა 1582 — ბრძოლა ქართლისა და ოსმალეთის ლაშქარს შორის. ქართლის მეფე სიმონ I სპარსელთა მხარდაჭერით იბრძოდა აღმოსავლეთ საქართველოდან ოსმალთა მთლიანად განდევნისათვის. ქართლისა და კახეთის სამეფოების ლაშქარმა ალყა შემოარტყა თბილისს. ოსმალეთის სულთანმა არზრუმისა, დიარბექირისა და ჩილდირის ბეგლარბეგებს დაავალა აღმოეჩინათ დახმარება თბილისის გარნიზონისათვის. აგვისტოს ბოლოს ოსმალთა 20 ათასიანი არმია ახალქალაქში ჩავიდა. აქ ოსმალებს ჩილდარის ბეგლარბეგი მანუჩარ II (იგივე მუსტაფა) შეუერთდა. ოსმალთა ლაშქარი მანუჩარ II-ის რჩევით ბორჯომის ხეობაზე გავლით მუხრანის ველზე დაბანაკდა. ამ დროს იმერეთის, ოდიშისა და გურიის ლაშქარმა ოსმალთა ბრძანებით ქართლის სამეფო დაარბია. სიმონ I თავს დაესხა მუხრანთან დაბანაკებულ მტერს და სასტიკად დაამარცხა იგი. გადარჩენილმა ოსმალებმა ძლივს მიაღწიეს თბილისამდე. ქართველთა ლაშქარს დიდძალი ნადავლი და თბილისისსათვის გათვალისწინებული ხაზინა ჩაუვარდა ხელთ. სამცხეში დაბრუნებულმა ოსმალებმა მარცხი მანუჩარს დააბრალეს და მისი შეპყრობა დააპირეს, მაგრამ მანუჩარმა და მისმა მხლებლებმა ბრძოლით გააღწიეს ოსმალთა ბანაკიდან. სამცხის ათაბაგი ისევ გაქრისტიანდა და სამცხეში ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუდგა სათავეში.