პროექტის იდეა :
მოსწავლეები
გაეცნობიან საქართველოში დაბადებული რუსი
პოეტის ვ.
მაიაკოვსკის ბიოგრაფიას და შემოქმედებას,
მის კავშირს საქართველოსთან.
პროექტის აქტუალობა: პროექტი
დაეხმარება მოსწავლეებს უფრო მეტი გაიგონ რუსი პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე,
რომელიც თავს სთვლიდა ქართველად. მას ძალიან უყვარდა
ქართველი ხალხი და დიდი სიყვარულით წერდა საქართველოზე
პროექტის მიზნები:
ესგ-ის შესბამისად მოსწავლეები აიმაღლებენ ენის ცოდნის
დონეს, შეიძენენ რუსული წერა-კითხვის და მეტყველების უნარ-ჩვევებს. ასევე დაინტერესდებიან
სხვა ცნობილი რუსი პოეტების და მწერლების შემოქმედების
შესწავლით.
მოსწავლეთა ასაკი:
14-15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებს გაეზრდებათ მოტივაცია,ახლოს გაეცნობიან
პოეტის ბიოგრაფიას, მის კავშირს სქართველოსთან. ისწავლიან ლექსებს რუსულად და ქართულად.მოაწყობენ ექსკურსიას
ბაღდათში, სადაც დაიბადა და გაიზარდა მაიაკოვსკი,
ნახავენ სახლ-მუზეუმს, მოაწყობენ პატარა ღონისძიებას, გამოუშვებენ კედლის გაზეთს.მოსწავლეები
დაეუფლებიან კვლევა-ძიების უნარ-ჩვევებს.შეექმნებათ თანამშრომლობითი გარემო და ერთობლივად მოაწყობენ ფოტოგამოფენას.
პროექტისთვის საჭირო
ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი,
ლეპტოპი, პროექტორი, power point-ის პროგრამა
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეებს ვაცნობ იდეას და მათთან ერთად ვაგვარებ საორგანიზაციო საკითხებს.
მოსწავლებიის შეთანხმებით კლასს ვყოფ ორ ჯგუფად. ვადგენთ შესრულების ვადებს, ვანაწილებთ
დავალებებს და ფუნქციებს.ერთ ჯგუფი მუშაობს პოეტის ბიოგრაფიის მასალის მოძიებაზე და
სლაიდებით აკეთებენ პრეზენტაციას.მეორე ჯგუფი ამზადებს მასალას შემოქმედებაზე-შესაბამისი
სლაიდებით. დაგეგმილ ექსკურსიაში მიიღებენ მონაწილეობას მოსწავლეები,მშობლები და მასწავლებლები.ორივე
ჯგუფი სახლ მუზეუმში გადაღებული ფოტომასალით
ერთობლივად აწყობენ ფოტოგამოფენას.ასევე უშვებენ კედლის გაზეთს.
საგნებთან კავშირი:უცხ.3.22.
მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოენოვანი კულტურული
და სოციოკულტურული თავისებურებების მიმართ.
კავშირი ისტ-თან და ხელოვნებასთან.
პროექტის ხელმძღვანელი: ნანა მახარაშვილი ელ.ფოსტა:nanamaxarashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://nanamaxarashvili.blogspot.com/
.
No comments:
Post a Comment