მუხრანი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში, მუხრანის თემში.[1]
მდებარეობს
მუხრანის
ვაკეზე,
მდინარე
ქსნის
მარცხენა
ნაპირას,
ზღვის
დონიდან
550 მ
სიმაღლეზე.
ქალაქ
მცხეთიდან
დაშორებულია
23 კილომეტრით.ისტორია[რედაქტირება
| წყაროს
რედაქტირება]
მუხრანი ქართლის ერთ-ერთი ძველი სოფელია. XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე შიოსუბანი ერქვა. მუხრანის სათავადოს დაარსების შემდეგ აქ გაიშალა მწიგნობრულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, ამრავლებდნენ
ხელნაწერებს,
მოღვაწეობდნენ
მწიგნობრები
და
პოეტები
— ბაგრატ
მუხრანბატონი
(XVI საუკუნე),
კონსტანტინე
მუხრანბატონის
მეუღლე
ბარბარე
(XVIII საუკუნე),
გრიგოლ
ბაგრატიონ-მუხრანელი
(XVIII-XIX საუკუნეები)
და
სხვ.
სოფელში
დგას
მუხრანბატონის
ციხე-გალავანი,
რომელიც
მამუკა
მუხრანბატონს
აუგია
1733 წელს,
ხოლო
1756 წელს
მის
ნანგრევებზე
სახლთუხუცეს
კონსტანტინე
მუხრანბატონს
აუშენებია
ახალი
ციხე.
ციხის ციტადელს ორი მხრიდან დიდი ეზოები აკრავს. ერთი მხარე ფეოდალის საცხოვრებლად იყო განკუთვნილი, მეორე — მოსახლეობის
შესახიზნად.
ციტადელის
კუთხეებში
დგას
ცილინდრული
სამ
და
ოთხსართულიანი
კოშკები,
რომლებსაც
სათოფურები,
სალოდეები
და
საზარბაზნეები
აქვს
დატანებული.
ციტადელის
ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ
მონაკვეთში
დგას
დარბაზული
ტიპის
კარის
ეკლესია,
რომლის
ფასადები
მორთულია
აგურის
წყობით
გამოყვანილი
ჯვრებითა
და
რომბებით.
შესასვლელი
სამხრეთიდან
და
დასავლეთიდან
აქვს.
ციხის
გალავანში
XIX საუკუნის
ორი
ეკლესიაა.მუხრანის
ბრძოლა
1582 — ბრძოლა
ქართლისა
და
ოსმალეთის
ლაშქარს
შორის.
ქართლის
მეფე
სიმონ
I სპარსელთა
მხარდაჭერით
იბრძოდა
აღმოსავლეთ
საქართველოდან
ოსმალთა
მთლიანად
განდევნისათვის.
ქართლისა
და
კახეთის
სამეფოების
ლაშქარმა
ალყა
შემოარტყა
თბილისს.
ოსმალეთის
სულთანმა
არზრუმისა,
დიარბექირისა
და
ჩილდირის
ბეგლარბეგებს
დაავალა
აღმოეჩინათ
დახმარება
თბილისის
გარნიზონისათვის.
აგვისტოს
ბოლოს
ოსმალთა
20 ათასიანი
არმია
ახალქალაქში
ჩავიდა.
აქ
ოსმალებს
ჩილდარის
ბეგლარბეგი
მანუჩარ
II (იგივე
მუსტაფა)
შეუერთდა.
ოსმალთა
ლაშქარი
მანუჩარ
II-ის
რჩევით
ბორჯომის
ხეობაზე
გავლით
მუხრანის
ველზე
დაბანაკდა.
ამ
დროს
იმერეთის,
ოდიშისა
და
გურიის
ლაშქარმა
ოსმალთა
ბრძანებით
ქართლის
სამეფო
დაარბია.
სიმონ
I თავს
დაესხა
მუხრანთან
დაბანაკებულ
მტერს
და
სასტიკად
დაამარცხა
იგი.
გადარჩენილმა
ოსმალებმა
ძლივს
მიაღწიეს
თბილისამდე.
ქართველთა
ლაშქარს
დიდძალი
ნადავლი
და
თბილისისსათვის
გათვალისწინებული
ხაზინა
ჩაუვარდა
ხელთ.
სამცხეში
დაბრუნებულმა
ოსმალებმა
მარცხი
მანუჩარს
დააბრალეს
და
მისი
შეპყრობა
დააპირეს,
მაგრამ
მანუჩარმა
და
მისმა
მხლებლებმა
ბრძოლით
გააღწიეს
ოსმალთა
ბანაკიდან.
სამცხის
ათაბაგი
ისევ
გაქრისტიანდა
და
სამცხეში
ოსმალთა
წინააღმდეგ
ბრძოლას
ჩაუდგა
სათავეში.
No comments:
Post a Comment